18 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტროენერგია 3 სექტემბერს - იხილეთ ჩამონათვალი

ქსელში გადართვების გამო 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრი ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კობახიძის, ბაბილოძის, მირაქიშვილის, კვეესის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

დღის ამბები