"ჩვენი გუნდი და კახი კალაძის გუნდი ყოველთვის ჩვენი გაკეთებული საქმეებით ვუპირისპირდებით ყველა გამოწვევას და არა სიტყვით და რაღაც ლაპარაკით," - ამის შესახებ საბურთალოს (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა მიქაუტაძემ "კურიერის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე და "ქართული ოცნების" გუნდი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.
"ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გამოცდილება, გაკეთებული კონკრეტული საქმეები, რომელსაც ხალხიც ხედავს, აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ჩვენი შანსი ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. შეხვედრებზე დავდივართ, ვესაუბრებით მოსახლეობას და განწყობებიც ნათელია. არის ძალიან თბილის გარემო და კახი კალაძესა და მის გუნდს აქვს ძალიან დიდი შანსი იმის, რომ პირველივე ტურში ძალიან მაგარი გამარჯვება მოვიპოვოთ," - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.