23 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
"თუკი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ეჭვი აბადია ან რაღაც სხვა პოზიცია აქვს, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მოსულიყო კომისიაზე და ამის თაობაზე გაეკეთებინა განცხადება" - გია ვოლსკი

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის განხილვა დასრულდა. დეპუტატებს დასკვნა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააცნო. დაისვა კითხვებიც. ანგარიში რომელზეც კომისიამ 6 თვე იმუშავა, მოიცავს რამდენიმე თემას. მათ შორის არის 2003-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულები, აგვისტოს ომი და 2012-2025 წლებში ქვეყნის შიდა და საგარეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თუკი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საკუთარი შეხედულება და არგუმენტები, მათ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მისულიყვნენ კომისიაზე და გაეკეთებინათ განცხადება.

"თუკი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ეჭვი აბადია ან რაღაც სხვა პოზიცია აქვს, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მოსულიყო კომისიაზე და ამის თაობაზე გაეკეთებინა განცხადება და შეკითხვებზე ეპასუხა. ამას ყველამ თავი აარიდა, მაგრამ იმდენად მძიმეა ეს თემები და შეფასებები, სააკაშვილი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია, ეს მექანიკურად, ჩვეულებრივად მიეწერება იმ ხელისუფლებას, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

დღის ამბები