19 ივნისი 2026,   11:57
ვრცლად
ნამიბიაში, უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი მანქანების შეჯახების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

ნამიბიაში, უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი მანქანების შეჯახების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ციხის 11 თანამშრომელი, ერთი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, ორ მანქანაში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.

"სიტყვებით ნამდვილად შეუძლებელია ამ დანაკარგის გადმოცემა", - დაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ნამიბიაში საგზაო შემთხვევებისას დაღუპვის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

დღის ამბები