19 ივნისი 2026,   12:01
ვრცლად
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქები და დასახლებები დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს - რა ვითარებაა ქვეყანაში

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქები და დასახლებები დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ზაპოროჟიეზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 34 ადამიანი. ხანძარი გაჩნდა კორპუსებსა და კერძო საცხოვრებელ სახლებში.

იერიშები მიიტანეს ოდესის ოლქზეც. ქალაქ ჩერნომორსკში დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც 30 ათასამდე მოქალაქე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები