გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ, შეერთებულმა შტატებმა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარი თქვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პალესტინის ავტონომიის წევრებისთვის მოქმედი ვიზებიც გააუქმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პალესტინის ავტონომიის წევრებმა უნდა უარყონ ტერორიზმი და შეწყვიტონ ტერორიზმის წახალისება განათლების სისტემაში, ასევე შეწყვიტონ "სამშვიდობო მოლაპარაკებების გვერდის ავლის ძალისხმევა".