ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, იემენელი ჰუსიტების პრემიერი დაიღუპა. იემენის დედაქალაქის დაბომბვისას აჰმედ ალ-რაჰავის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს თავად დაჯგუფებაც, - ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რამდენიმე ოფიციალური პირიც - საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის, სპორტის, სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრები არიან დაღუპულები.