22 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდებაზე: ჩვენ ვუთითებთ, რომ ეს ფული არალეგიტიმურად გამოიყენებოდა საქართველოში

ორმაგ სტანდარტად აფასებს "ქართული ოცნება" საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეცვალოს სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯი დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის მოწოდების პასუხად, სახელისუფლებო გუნდში დღეს არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები გაიხსენეს.

"ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ჩვენთვის მისაღები არ არის და ჩვენ ამას ვერ ავყვებით. არცერთ სიტყვას არ ამბობს იმის თაობაზე, რომ ტყუილია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს ხარჯავდნენ საქართველოში რევოლუციური სიტუაციების შესაქმნელად. ჩვენ კონკრეტულ ქმედებებში ვდებთ ბრალს და ვუთითებთ, რომ ეს ფული არალეგიტიმურად გამოიყენებოდა საქართველოში. მათ არცერთი გამაბათილებელი მტკიცებულება არ მოჰყავთ და უბრალოდ დეკლარირებას ახდენენ, რომ მოხსენით ეს ყადაღაო. ეს რომ მოითხოვონ, მაშინ უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 5, 10, 15 მილიონი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და 15-ვე მილიონი დაიხარჯა ამისთვის და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული და არალეგიტიმური ქმედებებისთვის და, შესაბამისად, გააუქმეთ ეს ყადაღა. მაგრამ, ასე არ აკეთებენ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები