აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დათო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად ზუგდიდში, შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე კოორდინირებულად მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და საჭიროებების მოგვარება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით მოხდება.