დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერს Nino Latsabidze და მის გუნდს იმ შესაძლებლობისათვის რაც გუშინ მოგვცეს, რომ Rustavi 2 • რუსთავი 2 -ის გენერალური პრომო სწორედ ქალაქ რუსთავის ყველაზე ლამაზ და უმნიშვნელოვანეს ადგილას გადაგვეღო - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "რუსთავ 2-ის" დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე.
იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, ქალაქ რუსთავში, ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" სრული გუნდი, ახალი საიმიჯო რგოლის გადასაღებად ჩავიდა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერს Nino Latsabidze და მის გუნდს იმ შესაძლებლობისათვის რაც გუშინ მოგვცეს, რომ Rustavi 2 • რუსთავი 2 -ის გენერალური პრომო სწორედ ქალაქ რუსთავის ყველაზე ლამაზ და უმნიშვნელოვანეს ადგილას გადაგვეღო.
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პრომოს კონცეფციისა და ენერგიისათვის.
დიდი მადლობა რუსთავის მერიის თანამშრომლებს, პატრულს, ყველა სამსახურს ვინც უდიდესი ენთუზიაზმით დაგვეხმარა გადასაღებ მოედნად გცექცია ეს ულამაზესი ხიდი.
დიდი ბოდიში ჩვენს საყვარელ რუსთაველებთან გზის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისათვის და დიდი მადლობა მოთმინებისა და თანადგომისათვის.
ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ რუსთავი და ამას დიდი ახსნა არ სჭირდება რატომ.
(წინასაარჩევნო პერიოდი არაფერ შუაშია, ამ პერიოდშიც და ისედაც ქართულ სატელევიზიო ეთერში, ყველაზე ხშირადხსენებადი ქართული ქალაქი რუსთავია, იმ უბრალო მიზეზით, რომ არხს მისი სახელი ჰქვია)
დამდეგ მარიამობას გილოცავთ და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ!
შევხვდებით ახალ სეზონზე 1 სექტემბრიდან რუსთავი 2 - ის ეთერში!
ახალი არხზე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს!,"- წერს ბაკურ ბაკურაძე.
სექტემბრიდან "რუსთავი 2" ახალ სეზონს იწყებს.