23 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში, 5-კილომეტრიანი ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 

ამჟამად, სოფელ მარტყოფში 5-კილომეტრიანი ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემები. სულ მალე, 10 000 ბენეფიციარი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებს, რაც მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სოფელ სართიჭალაშიც, რომლის ფარგლებშიც, გზის ორივე მხარეს მოეწყობა 4600-მეტრიანი სანიაღვრე არხები, ასევე 1500 მეტრზე საფეხმავლო ბილიკები.

აღნიშნული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები