18 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
"სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული, ჩამოენგრათ "საქსტატის" განცხადებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა" - არჩილ გორდულაძე

"საკითხი არ არსებობს, სადაც შეიძლება ე.წ. ოპოზიციას და, რეალურად, "ნაცკლასტერს" რაიმე სიმართლე ეთქვას, მათ შორის, ის სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებული, ჩამოენგრათ "საქსტატის" განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"რაც შეეხება არალეგალებს - მათ საწინააღმდეგოდ, ჰუმანური მეთოდებით, დემოკრატიული, სამართლიანი პრინციპების დაცვით, მათი საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებიც მივიღეთ. "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს, რაც ქართველი ხალხის ინტერესში ადა,ამავდროულად, ამხელს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ხოლო კოლექტიური ნაცმოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებითაა დაკავებული," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები