ორი კვირის წინ, ყირგიზეთს მთებში ჩარჩენილი ალპინისტი ქალის შვილი აცხადებს, რომ დედამისი კვლავ ცოცხალია და სამაშველო ოპერაციის განახლებას ითხოვს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ, ორშაბათს, ცუდი ამინდის გამო, 47 წლის ნატაშა ნაგოვიცინას "პობედას" მწვერვალიდან გადარჩენის მცდელობები შეწყვიტა. ის, 14 დღის წინ 7 445 მეტრის სიმაღლეზე, ფეხის მოტეხილობის გამო, უგონოდ დარჩა. სამაშველო ჯგუფის ლიდერების განცხადებით, არ სჯეროდათ, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ალპინისტის 27 წლის შვილმა, მიხაილ ნაგოვიცინმა, რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა სამაშველო ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარონ.
"ვითხოვ, ძებნა განახლდეს“, - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ის შოკირებული იყო იმით, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ სამაშველო სამუშაოები სრულიად შეაჩერა.
"დედაჩემი გამოცდილი მთამსვლელია... და ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალია და სურს, რომ ძებნა განახლდეს“, - განაცხადა მიხაილ ნაგოვიცინმა.
მისი თქმით, სიცოცხლის ნიშნების შესამოწმებლად დრონის მინიმუმ კიდევ ერთი გაფრენაა საჭირო.