18 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
"ეროვნული ბანკის სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური ფისკალური პოლიტიკის წყალობით, მაქსიმუმზეა სავალუტო რეზერვები" - დავით მათიკაშვილი

"ეროვნული ბანკის სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური ფისკალური პოლიტიკის წყალობით მაქსიმუმზეა სავალუტო რეზერვები. იმ პოლიტიკის, წყალობით, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში." - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.

დავით მათიკაშვილი ასევე ეხმაურება საკითხს, რომლის თანახმადაც, იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის მონაცემები გამოქვეყნდებოდა, ოპოზიციის და ექსპერტების ცალკეული წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაზრდას ვერ შეძლებდა. 

"ეროვნული ბანკის სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური ფისკალური პოლიტიკის წყალობით მაქსიმუმზეა სავალუტო რეზერვები. იმ პოლიტიკის, წყალობით, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მერამდენედ ხდება ლუსტრაცია იმ ფსევდო ექსპერტების ეკონომიკური კუთხით, ვინც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის კურსის უსაფუძვლოდ ცვლილებას, ე.წ. გაქცევას, ეროვნული ბანკის ჩამონგრევას ვარაუდობენ. გახსოვთ, აქ იწვევდნენ ექსპერტებს, ადგილობრივ რადიკალებსაც ძალიან დიდი მასშტაბით ასაუბრებდნენ ამ თემაზე, უნდოდათ, რომ საზოგადოებაში გაჩენილიყო შფოთი და ამას კიდევ რაიმე სახით ემოქმედა ჩვენს ეკონომიკაზე, ლარის კურსზე. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოხდა არა ისე, როგორც სურდათ ფსევდო ექსპერტებს, არამედ ისე, როგორც აწარმოებს ეკონომიკურ სწორ ფისკალურ პოლიტიკას როგორც საქართველოს ცენტრალური ბანკი ან ეროვნული ბანკი, ასევე ქვეყნის ხელისუფლება,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სებ-მა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაზარდა. ივლისის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა ჯამში 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

 
 
დღის ამბები