23 აგვისტო 2026,   14:15
ვრცლად
26 აგვისტოს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში გორგასლის, შრომის, გამარჯვების, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარისახო, გუდანი, კორშა, ბისო, ატაბე და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები