18 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
"გაუგებარია, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინცდამაინც რადიკალიზმით ცნობილმა სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე" - ლევან მახაშვილი ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეო რგოლზე, რომლის სპიკერი ბექა კობახიძეა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ვიდეო რგოლი, სადაც მთავარი სპიკერი ისტორიკოსი ბექა კობახიძეა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბექა კობახიძე, რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორია, რადიკალური მოწოდებებით გამოდის და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კამპანიის სახე არ უნდა იყოს და ეს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან მისი ქმედებების წახალისებაა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილიდ თქმით, როგორც ჩანს ერთადერთი ახსნაა, რომ ის იდეოლოგია, რასაც ბექა კობახიძე წარმოადგენს, არის ევროკავშირის დელეგაციისთვის მისაღები და ნორმალური. 

"გვიჩნდება იმის განცდა, რომ პირდაპირ ასოცირებენ ამ ადამიანთან საკუთარ თავს და იმ ღირებულებებთან და იმ სახესთან, რასაც ეს ადამიანი წარმოადგენდა გასული თვეების განმავლობაში, ზოგადად, საზოგადოებრივ პროცესებში - რადიკალიზმთან და ძალადობასთან. ხშირად გაუგებარია, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინც და მაინც რადიკალიზმით ცნობილმა სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე, პირველ რესპუბლიკაზე და ა.შ. სხვა ლოგიკური ახსნა არ არის, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი და ის იდეოლოგია, რასაც ის წარმოადგენს, არის მათთვის როგორც ჩანს მისაღები და ნორმალური", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

"უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ" ვიდეოების ამ სერიაში ბექა კობახიძე როგორც ისტორიკოსი, საქართველოსა და ევროპის ისტორიიდან ეპიზოდებს იხსენებს.  

დღის ამბები