19 ივნისი 2026,   12:00
ვრცლად
საფრანგეთში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი, ანტისემიტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საფრანგეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩარლზ კუშნერი, ანტისემიტიზმთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებების გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუშნერმა, რომელიც ებრაელია და რომლის ვაჟიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილზეა დაქორწინებული, Wall Street Journal-ში ღია წერილი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ წერილში ელჩი მოუწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, უფრო სწრაფად აღასრულოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ კანონები, თავი შეიკავოს ისრაელის კრიტიკისგან და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მთავრობის განცხადებებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ საფრანგეთში ანტისემიტური ინციდენტები გამოიწვია.

დღის ამბები