18 აგვისტო 2026,   02:08
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობის მიზნით, სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ჩასახლებაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს გაეცნო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის მთავრობამ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, დასახლებაში კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

დღის ამბები