სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა, დღეს, მამუკა მდინარაძე წარადგინა.
სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და მრავალწლიანი საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა დაამტკიცოს.
პრემიერ- მინისტრი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძეს პარლამენტისგან მყარი ნდობა ექნება.
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე კი გავრცელდა ანრი ოხანაშვილის განცხადება. სახელმწიფო უსაფრთხოების უკვე ყოფილი უფროსი საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე განაგრძობს.