გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153.
ნადირობასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის შესახებ ინფორმაციას მსურველი ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობა. სეზონი მომდევნო წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.