საგრანტო პროექტის - "უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაცია" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაციის 3-წლიანი საგრანტო პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიიღეს.