ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" ორგანიზატორებმა და შემსრულებლებმა პრესკონფერენცია გაიმართა.
ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის წლევანდელ პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ფესტივალს "ღამის სერენადები" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენს ქალაქს ყოველ წელს გამორჩეული მუსიკოსები სტუმრობენ. მოხარული ვარ რომ წელს მსმენელის წინაშე წარვსდგები და რამდენიმე კომპოზიციას შევასრულებ. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ ფესტივალს", - აღნიშნა ქალაქ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა.
ფესტივალის შესახებ ისაუბრა "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ.
"20 აგვისტოს გახსნითი არაჩვეულებრივი გალაკონცერტის შემდეგ, რომელიც ქალაქ ბორჯომში გაიმართა, ფესტივალმა უკვე ქალაქ ბათუმში გადმოინაცვლა. დღეს დაუვიწყარი საღამო გველოდება, რომელიც მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში გვამოგზაურებს. კონცერტში "მორიკონე - კინოს ლეგენდა" მონაწილეობენ: პირველად საქართველოში ნელო სალცა (საყვირი, იტალია), მხოლოდ ერთი დაუვიწყარი კონცერტით, ცნობილი მესაყვირე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უკვდავ მუსიკას თქვენთვის გააცოცხლებს და გიამბობთ მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიას, სოფო ხალვაში - ვოკალი, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი-ფორტეპიანო,საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. საკონცერტო პროგრამაშია: ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის: "ერთხელ ამერიკაში" (1984), "სიცილიური კლანი" (1969), "ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება"(1970), "კალიფა"(1970), "მალენა"2000), "ერთხელ ველურ დასავლეთში"(1968), "ახალი კინოთეატრი პარადიზო"(1988), "ლეგენდა პიანისტზე" (1998)." - აღნიშნა "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელმა.
მეორე კონცერტი "ვივალდის ციებ-ცხელება" ბათუმში 24 აგვისტოს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან: ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია; ვირტუოზული შესრულებით, ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები"; სპეციალური მოწვევით - მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 "ღამე"; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 „Il Gardellino"; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 "Grosso Mogul"; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.
დასკვნითი საღამო ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება კონცერტი სახელწოდებით "ტანგოს სული". დაუკრავენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, საქართველო; კვინტეტი "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ასტორ პიაცოლა - Le Grand Tango; Adios Nonino; მარტინ პალმერი - ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელი - ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკი - ტანგო; ანხელ ვილოლდო - El Choclo.
წლევანდელი ფესტივალი ოქტომბერში თბილისში დასრულდება.
"უღრმესი მადლობა ჩვენს მსმენელს და მხარდამჭერებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში. მასპინძელ სასტუმროებს: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი. ფესტივალის პარტნიორს: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლას "ნიჭიერთა ათწლედი", - აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა, ნინა ცაგარელმა.
ფესტივალის განმავლობაში გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
ქართველ მსმენელთან შეხვედრას განსაკუთრებულად ელოდება მესაყვირე, ნელო სალცა.
"განსაკუთრებულად ველოდები ქართველ მსმენელთან შეხვედრას. კონცერტი დიდ მაესტროს ენიო მორიკონეს მიეძღვნება და მისი კინომუსიკით ისიამოვნებს მსმენელი. ჩემთვის დიდი პატივია ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა", - აღნიშნა ნელო სალცამ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.
ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან "ივ როშე", ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი "პიელ ნატურალსი", ღვინის კომპანია "პავილიონ ვაინსი", "პსპ", ავეჯის სახლი "ნიტა".
ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა "ნიჭიერთა ათწლედი".
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი 2", ტელეკომპანია "იმედი", "პოს ტვ", "ევრონიუს ჯორჯია", Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპ არტი", "პალიტრა მედია", საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი", "ჯორჯიან პრესი", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today", ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger", ჟურნალი "სარკე", გაზეთი "აჭარა", ონლაინ მედია "აჭარა თაიმსი", რადიო "ფორტუნა" და ვებ პლატფორმა "ფორტუნა.ჯი".