20 ივნისი 2026,   02:36
ვრცლად
პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ აშშ-ის ჯარები არ განლაგდება უკრაინაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში, შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ - თეთრი სახლის პრესმდივანი

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთელი მსოფლიო ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. მსჯელობენ - სად და როდის შეიძლება გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკება.

მასპინძლობის მსურველი ქვეყანა ბევრია - მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი, იაპონია, ბელარუსი და უნგრეთი. ახლა პრეზიდენტების პასუხს ელოდებიან. ვლადიმერ პუტინი ჯერ ისევ დუმს. რუსეთის პირველ პირს კომენტარი ჯერ არც ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, არც ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე და არც ზელენსკისთან შეხვედრაზე გაუკეთებია კომენტარი.

თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ორმხრივ შეხვედრას ელოდება. 

"პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები არ განლაგდება უკრაინაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში, შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ. პრეზიდენტი ხვდება, რომ უსაფრთხოების გარანტიები გადამწყვეტია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მან თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს დაავალა კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მეგობრებს ევროპაში. ასევე, გააგრძელოს თანამშრომლობა და ამ საკითხების განხილვა უკრაინასთან და რუსეთთანაც. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება", - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი.

დღის ამბები