22 აგვისტო 2026,   04:37
ვრცლად
საქართველოს კულტურა, ისტორია და სამზარეულო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოტენციალს ამჯერად ინთოეთიდან ჩამოსულ ინფლუენსერებს აცნობს

საქართველოს კულტურა, ისტორია და სამზარეულო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოტენციალს ამჯერად ინთოეთიდან ჩამოსულ ინფლუენსერებს აცნობს. მართავს შეხვედრებს ტურისტული კომპანიებისს წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს.

თბილისის ისტორიული უბანი ერთ-ერთია, რომელიც ინდოელი ინფლუენსერების ყურადღების ცენტრში მოექცა. დედაქალაქის ტურისტული ადგილების გარდა, ინდოეთიდან ჩამოსული სტუმრები ბორჯომს, ბათუმს, ქუთაისს, პალიასტომის ტბას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს და პრომეთეს მღვიმეს სტუმრობდნენ.

უნიკალური კურორტების გარდა, ყველასთვის ცნობილი ინფლუენსერების ყურადღება ქართულმა სამზარეულომაც მიიქცია. სტუმრები ამბობენ, რომ საქართველო ჩამოსულ ტურისტებს თავს გემრიელი კერძებით, გამორჩეული არქიტექტურითა და ისტორიით ამახსოვრებს.

ტურის მონაწილეები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოსტებს, რილსებს, სთორებსა და ვიდეორგოლებს მოამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი ნახავს.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, კამპანიის მიზანი ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა.

ტურის ფარგლებში, საქართველო მსოფლიო დონის ხუთმა ინფლუენსერმა მოინახულა. უცხოელი სტუმრებისთვის ჩვენი ქვეყნის პოტენცილის გაცნობასა და პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს.

 

ავტორი: ანა აკოფაშვილი

დღის ამბები