ალასკაში გამართული შეხვედრა მეორე დღეა განხილის თემაა საქართველოშიც. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მსოფლიო ლიდერების მიერ დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული, მსოფლიოს მშვიდობას მოუტანს.
ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და კრიტიკაზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
"ისინი "დიფ სთეითის" წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანიც არის ცეცხლის კერების გაღვივება და არა მშვიდობის დამყარება, - აღნიშნავს "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.
"ტრამპს რაც შეეხება, როცა უნდათ დასცინიან, როცა უნდათ ამერიკის პრეზიდენტია და აბა, რას უპასუხებთო, მერე ისევ დასცინიან და ა.შ. ეს არის ის რეალური სურათი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ლოკალურ ომის პარტიას, იგივე "დედა ნაცმოძრაობას", არ აქვს ინტერესი საქართველოში მშვიდობის, არამედ აქვს მეორე ფრონტის და ლგბტ პროპაგანდის განვითარების", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.