ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ბოლოდროინდელი განცხადებები, მმართველი პარტიისთვის სამართლებრივთან ერთად, მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკური ხრიკი, რომელსაც ლელოს ლიდერი მიმართავს პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა. რადგან მმართველი პარტიის განცხადებით, ანაკლიის პროექტი სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის და მათი პარტნიორების მიზეზით ჩავარდა.
დაკავების შემდეგ, ანაკლიის პორტის პროექტზე მამუკა ხაზარაძე სოციალურ
ქსელში ხშირად წერს. აფხაზეთში ომის დაწყების თარიღის კონტექსტშიც გუშინ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. მსჯავრდებული პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა და პორტის პროექტის განსახორციელებლის მორიგ პირობას დებს.
ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელის შეშლაში ხაზარაძე ხელისუფლებას ადანაშაულებს, თუმცა სულ სხვა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებს. პარიზის გარდა, არსებობს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის და მათი პარტნიორის პასუხისმგებლობა დადგინდა. სახელმწიფოს მხრიდან ნეგატიური ჩარევა კი გამოირიცხა. პროექტის დაფინანსების ვალდებულება ინვესტორს ეკისრებოდა, საჭირო სახსრების საკუთარი მიზეზით ვერ მოძიებამ კი, კანონიერი გზით მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვია. ვაშინგტონის არბიტრაჟში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი საქართველოსგან 64 მილიონი დოლარის
გადახდას ითხოვდა, თუმცა, თავად მას დაეკისრა საქართველოს სასარგებლოდ ექვს ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება.
"ლელოს" ახლად შეძენილი პოლიტიკური პარტნიორები, რომლებიც გასულ წლებში ერთმანეთთან სწორედ ანაკლიის საკითხზე იყვნენ დაპირისპირებული, ახლა პროექტზე შეგნებულად არ საუბრობენ. ამბობენ, რომ მათი მიზანი არჩევნებამდე ერთსულოვნების შენარჩუნებაა. თავად "ლელოში" კი პარიზის და ვაშინგტონის გადაწყვეტილებების უგულებელყოფას ცდილობენ
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფები მამუკა ხაზარაძის წარსულს იხსენებენ. ამბობენ, რომ არაერთი ფაქტი არსებობს, რომელიც "ლელოს" ლიდერის მხრიდან სიცრუესა და თაღლითობაზე მიუთითებს.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ ბიზნეს პარტნიორს ანაკლიის პორტის საქმეზე როგორც პარიზის, ასევე ვაშინგტონის არბიტრაჟისთვის აქვთ მიმართული. ორივე საერთაშორისო არბიტრაჟი მათი მარცხით დასრულდა. საარბიტრაჟო სასამართლოებში საქმის წაგების შედეგად ქართულმა სახელმწიფომ მთლიანობაში 7 მილიონ დოლარზე მეტი უნდა მიიღოს.