22 აგვისტო 2026,   01:21
ვრცლად
საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს და ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, თუმცა ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან ხდება ქართველ ხალხზე ზეწოლა - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს და ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, თუმცა ფაქტია და სახეზეა, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან ხდება ქართველ ხალხზე ზეწოლა, რათა მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ და არა ქართველ ხალხს.

მისი განმარტებით, სუვერენიტეტის და ოჯახის, არასრულწლოვანთა დაცვის გარანტი კანონების გაუქმების სანაცვლოდ, ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება აბსოლუტურად მიუღებელია.

"საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს განსაზღვრული და ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ეს არის ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის და მეორე მხრივ არის მოცემულობა, როდესაც ფაქტია და სახეზეა, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან ხდება ქართველ ხალხზე ზეწოლა, რათა მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ და არა ქართველ ხალხს არჩევნებზე. ის საკანონმდებლო სივრცეები, რომლებიც გახლავთ ჩვენი ქვეყნის, ერთი მხრივ, სუვერენიტეტის და მეორე მხრივ, ოჯახის, არასრულწლოვანთა დაცვის გარანტი, მათი გაუქმების სანაცვლოდ მოხდეს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე და ცალსახად გვითხრან - არის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა ის, რომ ქვეყანამ ლგბტ პროპაგანდის ლეგალიზაცია მოახდინოს, მოახდინოს ერთ სქესიანთა ქორწინების დაკანონება, ქვეყანაში იყოს შემოდინება უცხოური გაუმჭვირვალე ფულის, რომელიც დემოკრატიების ნგრევას ემსახურება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები