23 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი პლებისციტის ინიციატივაზე: საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს გვინდა თუ არა ისეთ კავშირში გაწევრიანება, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ დარტყმას მიანიჭებს ქართულ საზოგადოებას და დაფუძნებულია ბლეფზე

მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩაატაროს პლებისციტი და გაიგოს რეალურად რა არის ხალხის დაკვეთა.  

"ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."- ნათქვამია "ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში. 

ოპოზიციის ნაწილი იზიარებს ბრიუსელის პირობას და აცხადებს, რომ კანონების შინაარსი ფუნდამენტურ აცდენაშია ევროპულ კავშირთან, განსხვავებულია შეფასებები მმართველ გუნდში.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, "ევროკავშირმა დაკარგა ის ღირებულებები, რის გამოც საქართველო ისწრაფოდა ევროკავშირში გაერთიანებისკენ. 

"ევროკავშირმა დაკარგა ის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ვისწრაფოდით ევროკავშირში გაერთიანებისაკენ. უკვე რამდენი ხანია გვესაუბრებიან შანტაჟის და მუქარის ენით. პირდაპირ გვთხოვენ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთ დაცვის კანონი, რაც რეალურად, პირდაპირ ნიშნავს ლგბტ პროპაგანდის დაკანონებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მეორე, გვთხოვენ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რაც ხელშემწყობი ხდება იმისათვის, რომ შავი ფულის შემოდინება მოხდეს საქართველოში და მათთვის სასურველი აგენტურის ხელისუფლებაში მოსვლა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია რეალურად, რომ აუცილებელია და დის წესრიგში უნდა დადგეს პლებისციტის ჩატარება. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს გვინდა თუ არა ისეთ კავშირში გაწევრიანება, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ დარტყმას მიანიჭებს ქართულ საზოგადოებას და დაფუძნებულია ბლეფზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, დავიცვათ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არავითარ შემთვევაში არ უნდა გავცვალოთ რაღაც ყალბ ღირებულებებზე", - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

დღის ამბები