19 ივნისი 2026,   11:57
ვრცლად
ალექსეი გონჩარენკო კორუფციულ სქემებზე საუბრობს, რომელიც ზელენსკის უახლოეს გარემოცვას უკავშირდება - საქმე 5 მილიარდი ევროს ევროპული ბანკის ყიდვის გზით გათეთრებას ეხება

უკრაინელი პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო, კორუფციულ სქემებზე საუბრობს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას უკავშირდება. გონჩარენკოს განმარტებით, ზელენსკის ახლო გარემოცვას, ევროპული ბანკის შეძენის გზით, 5 მილიარდი ევროს გათეთრება სურდა და ეს საკითხი ერთ-ერთ უკრაინელ ბიზნესმენთან ერთად იქნა განხილული. 

"რას აკეთებ, როცა ბევრი ფული გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკანონო და მოპარულია? სწორედ ეს კითხვა განიხილეს ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, მინდიჩის ბინაში, იმავე ბინაში, საიდანაც აუდიოჩანაწერებმა გაჟონა", - ამბობს უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო.

გონჩარენკოს თქმით, სქემა შემდეგი იყო:

პრობლემა: ზელენსკის გუნდს 5 მილიარდი ევროს ოდენობის "ბინძური" კრიპტოვალუტა ჰქონდა - ძალიან ბევრი, რომ ჩვეულებრივად დამალულიყო.

გეგმა: ევროპული ბანკის ყიდვა (საფრანგეთი საუკეთესო ვარიანტი იყო) და ყველაფრის "სუფთა" ტრანზაქციებით გათეთრება.

ფორმალური მყიდველი: მყიდველად უკრაინელი პოლიტიკოსის, როსტისლავ შურმას ძმა აირჩიეს - თავისი "ბინძური - თეთრი, ნაცრისფერი" ფულით.

"შემდეგ რეალობამ მათ სახეში დაარტყა: ფრანგმა მარეგულირებლებმა კითხვების დასმა დაიწყეს... ახლახან კი, შურმა გერმანიაში გაჩხრიკეს... NABU-მ და გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ერთ-ერთი მთავარი კითხვა ბანკების 5 მილიარდ ევროდ შეძენის ეს სქემა იყო. ასეთი ამბავია, ბიჭებო. და ასეთი შემთხვევები ბევრია", - აღნიშნა უკრაინის პარლამენტის წევრმა.

დღის ამბები