19 ივნისი 2026,   10:49
ვრცლად
BBC: ჩრდილოეთ კორეამ პროპაგანდისთვის დადგმული დინამიკების საზღვრიდან დემონტაჟი დაიწყო

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად ორი ქვეყნის საზღვართან დამონტაჟებული დინამიკების დემონტაჟი დაიწყო.

"ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, პოზიტიური რეაქციაა სამხრეთ კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლი ჯე მიონგის სამშვიდობო შეთავაზებაზე, რომელიც კამპანიას აწარმოებდა ორ კორეას შორის კავშირების გასაუმჯობესებლად", - წერს BBC

მსგავსი დინამიკები ჰქონდა დამონტაჟებული სამხრეთ კორეასაც, თუმცა, ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მათი დემონტაჟი დაიწყო. "ამან მეზობელ ქვეყანაშიც მსგავსი რეაქცია გამოიწვია", - წერს BBC. 

როგორც ბრიტანული მაუწყებელი იტყობინება, სამხრეთ კორეის მაუწყებლებში ხშირად იყო წარმოდგენილი K-pop სიმღერები და ახალი ამბები, ხოლო ჩრდილოეთი დინამიკებში ხშირად რთავდა ისეთ შემაწუხებელ ხმებს, როგორიცაა ცხოველების ყმუილი.

დღის ამბები