ლეგენდარულ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს დღეს, 80 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი კალათბურთელი 1967 წელს, ჰელსინკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
მას ევროპის ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული, 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში კი მიხეილ ქორქიასთან ერთად აშშ-ის ნაკრები დაამარცხა. 1979–1983 წლებში კი საკალათბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო.
FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო, საკანდელიძე კალათბურთის დიდების დარბაზშია შეყვანილი.