19 ივნისი 2026,   11:17
ვრცლად
იმიგრაციის ხარჯზე, ესპანეთის მოსახლეობამ 49.3 მილიონს მიაღწია - ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობამ 49,3 მილიონს მიაღწია. როგორც ინსტიტუტი იტყობინება,  წინა წელთან შედარებით, იმიგრანტების რაოდენობა 650 000-ით გაიზარდა.

"ოფიციალური მონაცემებით, 2005 წელს ესპანეთის მოსახლეობა 43.2 მილიონი იყო და ბოლო 20 წლის განმავლობაში ის 13.9%-ით გაიზარდა, რის ერთადერთი ხელშემწყობი ფაქტორიც იმიგრაცია იყო", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციში. 

იმიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამორჩეული რეგიონებია ანდალუსია (8.6 მილიონი), კატალონია (8.1 მილიონი) და მადრიდი (7.1 მილიონი).

დღის ამბები