19 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ისრაელის პრემიერის ოფისი ქალაქ ღაზის დაკავების გეგმას და ომის დასრულების "ხუთ პრინციპს" აქვეყნებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ქალაქ ღაზის დაკავების გეგმას და ომის დასრულების "ხუთ პრინციპს" აქვეყნებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ომის დასრულების ხუთი პირობაა, "ჰამასის განიარაღება," "ყველა მძევლის დაბრუნება - როგორც ცოცხლების, ისე დაღუპულების," "ღაზას სექტორის სრული დემილიტარიზაცია," "ისრაელის კონტროლი ღაზაზე," "ალტერნატიული სამოქალაქო მმართველობის შექმნა, რომელიც არ იქნება "ჰამასი" ან პალესტინის ავტონომია. ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს წინადადება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უმრავლესობით დაამტკიცა.

დღის ამბები