22 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში დაკავშირებადობის კუთხით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

"ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა. ამ კონფერენციის ფარგლებში, შედგა ორმხრივი შეხვედრებიც რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ქვეყნებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სწორედ დაკავშირებადობის კუთხით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

ბოჭორიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც გაეროს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

 

დღის ამბები