23 აგვისტო 2026,   18:24
ვრცლად
ხაბეიშვილის განცხადებები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, თითოეული მისი გამოსვლა 2-3-სიტყვიანი ანეკდოტია, რაც შეეხება დამხობას, მაქსიმუმ საკუთარ ოფისში თუ დაამხობენ ერთმანეთს - ირაკლი კირცხალია

"ლევან ხაბეიშვილის განცხადებები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თითოეული მისი გამოსვლა არის 2-3-სიტყვიანი ანეკდოტი. რაც შეეხება დამხობას, მართლა ღიმილის მომგვრელია, მაქსიმუმ საკუთარ ოფისში თუ დაამხობენ ერთმანეთს და ითამაშებენ," - ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, მსგავსი განცხადებები ოპოზიციის რადიკალურ სახეს აჩენს. 

"უვიზო მიმოსვლის შეჩერების წამოჭრა, ეს ხომ მათი მორალური სახეა და ეს ხომ არის ის, რასაც ემსახურებიან მთელი თავისი არსით. თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, თითოეული მათი ქმედება, თითოეული მათი გეგმა, თითოეული მათი სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ, მეტყველებს ერთზე, რომ მთელი თავიანთი დღე და მოსწრება პოლიტიკურ ასპარეზზე, ისინი არ ემსახურებოდნენ ქვეყანას, ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში", -  განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობისგან" ძალაში რჩება, მათივე თქმით, "მშვიდობიანი დამხობის" დაპირება - ლევან ხაბეიშვილი ელოდება, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებში, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურება, საქართველოს მოქალაქეებს ევროპიდან გამოაბრუნებენ და ეს გახდება ხელჩასაჭიდი იმისთვის, რომ მთავრობა შეიცვალოს. 

დღის ამბები