18 აგვისტო 2026,   07:16
ვრცლად
"ელდარ შენგელაიას შემოქმედება გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, კინოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს" - კახა კალაძე

"ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო - უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ.
 
მისი ფილმები არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა.
 
ელდარ შენგელაიას შემოქმედება, ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით კარგახანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.
 
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებს, კინოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს!" - აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.
დღის ამბები