24 აგვისტო 2026,   12:06
ვრცლად
"არ მიმაჩნია სერიოზულად ვისაუბრო იმაზე, თუ ვინ რა სახლში ცხოვრობს, ვის ეკუთვნის ეს სახლი და ვისგან აქვს ნაქირავები" - ირაკლი ფავლენიშვილი

უკვე მეორე დღეა "კურიერის" შეკითხვებს არც მამუკა ხაზარაძის მეუღლე და არც გერმანიის საელჩო პასუხობს - არსებობს თუ არა ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულება, ქონებაზე, რომელსაც პეტერ ფიშერი ქირაობს და რომლის ღირებულებაც, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის თანახმად 500 000 ლარს შეადგენს? - ფაქტს არ უარყოფს "ლელო-ძლიერი საქართველო," თუმცა ხაზარაძის პარტია ამტკიცებს, რომ დიპლომატის მიერ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლის დაქირავება პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება შეფასებებს, ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე სერიოზულად ვერ ისაუბრებენ.

"მართლა არ მიმაჩნია სერიოზულად ვისაუბრო იმაზე, თუ ვინ, რა სახლში ცხოვრობს, ვის ეკუთვნის ეს სახლი და ვისგან აქვს ნაქირავები. მართლა არ მიმაჩნია სერიოზულად ამაზე საუბარი. რა იცოდა იმ ადამიანმა, ვისი ბინა იყო?! - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები