27 აგვისტო 2026,   15:44
ვრცლად
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - სოლიდარობის ნიშნად, კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ

უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.

უკრაინის დედაქალაქს დიდი ბრიტანეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, მოლდოვისა და ლუქსემბურგის ლიდერები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეწვივნენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის 1643-ე დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და მიმდინარე გამოწვევებზე და გეგმებზე ისაუბრა.

დღის ამბები