19 ივნისი 2026,   10:47
ვრცლად
2024 წლის ნოემბერში, ნოვი-სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, სერბეთში კიდევ 11 პირი დააკავეს

2024 წლის ნოემბერში, ნოვი-სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, დღეს სერბეთში კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ქვეყნის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

ნოვი-სადის ტრაგედიამ სერბეთში მასობრივი პროტესტი და მთავრობის გადადგომა გამოიწვია. ტრაგედიას კი ჯამში 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები