განათლების მინისტრი, ბრიტანეთის ელჩთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია. მათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და თანამშრომლებს და სტუდენტებს შეხვდნენ.
რექტორმა მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.