23 ივნისი 2026,   02:53
ვრცლად
"აშკარაა, რომ რუსეთს სურს ომის გაგრძელება" - დონალდ ტრამპი

რუსეთს უკვე 10 დღე აქვს, იმისთვის, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს - ტრამპმა, რომელმაც რუსეთისთვის წაყენებული პირობა ცოტა ხნის წინ შეცვალა, და 50-დღიანი ვადა 12-მდე შეამცირა, კიდევ ერთი განმარტება ამ თემაზე ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვს გადასახადებს და სხვა ზომებს დაუწესებს.

"აშკარაა, რომ რუსეთს სურს ომის გაგრძელება", - აცხადებს ამერიკის პირველი პირი.

დღის ამბები