30 აგვისტო 2026,   15:17
ვრცლად
საქართველოს ელჩებმა სლოვაკეთისა და კოლუმბიის პრეზიდენტებს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

"საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ამასთან, კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლომბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს.

ცერემონიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები