"ინტერ მაიამიმ" "მონრეალს" უმასპინძლა და მეტოქე 7:1 დაამარცხა. მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო ლიონელ მესი, რომელმაც "მონრეალს" 4 გოლი გაუტანა.
მესიმ გოლები 42-ე, 52-ე, 83-ე და 96-ე წუთებზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას 18 გოლი და 9 საგოლე პასი დაუგროვდა.