ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის ომზე ისაუბრა.
რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთმინება ამოიწურა და ის არ აპირებს დაელოდოს კიევის ან მოსკოვის გადაწყვეტილებას ევროპის კონტინენტზე 3 წლიანი ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, ტრამპი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
"პრეზიდენტი ტრამპი კარგავს მოთმინებას, კარგავს სურვილს, გააგრძელოს რუსეთის მხრიდან ამ ომის დასრულებისთვის რაიმეს ლოდინი. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მას სურს, რომ ის ბოლომდე მიიყვანოს. დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ამ ხაფანგში გაებას. ის არ აპირებს დაუსრულებლად საუბარს", - განაცხადა რუბიომ.