განათლების მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტს აგრძელებს. გივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
ემინ ამრულაევთან შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას.
მხარეებმა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტები განიხილეს.