"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ისევ "ლელოს" და გახარიას გუნდებს ადანაშაულებენ. სააკაშვილის პარტიისთვის ყველა მოღალატეა, ვინც მათ მიერ არჩეულ გზას გადაუხვია და ბოიკოტს, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა ამჯობინა.
ბრალდებების ადრესატებისთვის ღალატი, არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნაა. "ლელოსა" და გახარიას პარტიებში ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური გეგმები ვერც ბულინგით და ვერც ზეწოლით შეიცვლება.
ვიდრე სხვები ერთმანეთს უპირისპირდებიან, 4 ოქტომბრისთვის ემზადება "გირჩი" - პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბევრი არ უფიქრია. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ბოიკოტში ყოფნა თვითლიკვიდაციას ნიშნავს.
გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკურ კრახამდე მიდის მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მათი უცხოელი პარტნიორების გეგმის ნაწილია.
4 ოქტომბრის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო მარათონში ჩართვა სურთ, ცესკო-ში რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოს ეწურებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე