აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრებს განაგრძობს - მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში.
გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო ცენტრ "დიომედის" ქუთაისის ფილიალში მედიკოსებს ესაუბრა. განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
"მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დევნილთა პოლიკლინიკების მხარდაჭერა, მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დღეს ვიმყოფებოდით ქუთაისში, დევნილთა პოლიკლინიკაში, სადაც შევხვდით მედიკოსებს, ადმინისტრაციულ პერსონალს. დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული გარემო, გავეცანით არსებულ პრობლემებს და სამომავლოდ ვეცდებით, რომ ყველა გამოწვევა გადავჭრათ ღირსეულად", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.