ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რისკებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხს პოლიტიკოსები აფასებენ.
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
"აბსოლუტურად ვეთანხმები თეზისს, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში არ არის, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობა დაისაჯოს მათი არარაციონალური ქმედებების გამო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.