საომარი მოქმედებები არ წყდება ღაზაში. ისრაელის იერიშებს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კონფლიქტის ზონაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ აცხადებს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაერო-ს სააგენტო (UNRWA).
ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის სხვა მუშაკები "შიმშილის და დაღლილობის გამო გონებას კარგავენ".
ევროპის 21 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინურ ანკლავში ომის დაუყოვნებლივ დასრულების მოწოდებით გამოდის.
ამასთან დიპლომატებმა მოუწოდეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს", გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს.