პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიზანი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების განხილვა იყო. დოკუმენტის ძირითადი სიახლეები გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.